თავში

ტაილანდი ტურისტებისთვის ციფრულ ტოკენებს გასცემს

ტაილანდი ტურისტებისთვის ციფრულ ტოკენებს გასცემს
ტაილანდი ტურისტებისთვის ციფრულ ტოკენებს გასცემს

ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაცია ციფრული სამოგზაურო ტოკენების გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს ხელს შეუწყობს პანდემიის გამო დაკარგული შემოსავლის ანაზღაურებას, რომელიც 80 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„არიან ადამიანები, რომლებიც ციფრული ვალუტებით გამდიდრდნენ და მათ შეიძლება მოინდომონ  დაგროვილი სიმდიდრე ჩვენთან გამოიყენონ. თუ მათ  თავიანთი ვალუტების აქ გამოყენება, მათი გაცვლის გარეშე და სახელმწიფო გადასახადების გარეშე შეეძლებათ, ეს მათთვის მოსახერხებელი იქნება“, - აცხადებენ ტაილანდის ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ამ დროისთვის, ქვეყანა კრიპტოვალუტებს ლეგალურ გადახდის საშუალებად არ ცნობს. 

ტაილანდის მთავრობა მომავალ წელს გეგმავს ახალი განყოფილების შექმნას საკუთარი კრიპტო მონეტის გასაშვებად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system