თავში

ტაქსების 30% ტექნიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

ტაქსების 30% ტექნიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
ტაქსების  30%  ტექნიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით, 70%-მა გაირა და მათგან მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს 30% ვერ აკმაყოფილებს. 


"აღნიშნული 70%-ის ნახევარზე მეტმა კატეგორიზაცია მოახდინა, მათი 24% A კატეგორიაში მოექცა, ხოლო ნაწილის კატეგორიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ პირველი ოქტომბერია და ეს პირები შემდგომი დღეების განმავლობაში აპირებენ ნებართვების აღებას. ასე მოხდა გასულ წელსაც, როდესაც ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება - იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ რამდენიმეწლიან ჭრილში შეგვეძლება ვთქვათ, რამდენად კარგი იყო რეფორმა. ეს არის სწორი პროცესი და ნიუანსები, რომელთაც ამ მიმართულებით ვითვალისწინებთ", - განაცხადა ხმალაძემ. 

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება, იქნება შემდგომი ეტაპებიც.

„ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა," - განაცხადა ვიცე-მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system