თავში

ტაქსების ლიცენზირების რეფორმის მეორე ფაზა იწყება

ტაქსების ლიცენზირების რეფორმის მეორე ფაზა იწყება
ტაქსების ლიცენზირების რეფორმის მეორე ფაზა იწყება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 1 ოქტომბრიდან ტაქსების ლიცენზირების რეფორმის მეორე ფაზა იწყება. მერი შესაბამისი A ან B კატეგორიის ლიცენზიის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს გამგეობაში და მერიაში მისვლისკენ მოუწოდებს.


„სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულება ტაქსების თემაა. ჩვენ გვინდა, რომ ქალაქში ტაქსები მოწესრიგებული, გამართული და სუფთა იყოს. ამ რეფორმის ფარგლებში ტაქსის ლიცენზიები A და B კატეგორიად დავყავით. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და საინიციატივო ჯგუფთან ძალიან ბევრჯერ შეხვედრებიც გაიმართა. ცვლილებები და განსხვავებული მოსაზრებები იყო, მაგრამ საერთო ჯამში, მუშაობის შედეგად შევჯერდით. ყველა შევთანხმდით, რომ ამ რეფორმის განხორციელება შეიძლება. 1 ოქტომბრიდან რეფორმის მეორე ფაზა შემოდის, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვისაც სურვილი აქვს ტაქსის ლიცენზია აიღოს და შემდეგ კატეგორიებად დაყოფა მოახდინოს, 1 ოქტომბრამდე შესაძლებლობა აქვთ მიმართონ არა მხოლოდ დედაქალაქის მერიას, არამედ თერთმეტივე გამგეობას", - განაცხადა თბილისის მერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system