თავში

ტაქსების სერვისი და საავტომობილო გადაადგილება დასაშვები გახდა

ტაქსების სერვისი და საავტომობილო გადაადგილება დასაშვები გახდა
ტაქსების სერვისი და საავტომობილო გადაადგილება დასაშვები გახდა

საქართველოში დღეიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია. 

დაშვებულია ტაქსების სერვისიც.

შეზღუდვები იხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

რაც შეეხება დიდ ქალაქებში შესვლა-გამოსვლის აკრძალვას, რომელიც 15 აპრილიდან მოქმედებს, 27-28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

საქართველოს მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system