თავში

ტაქსებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ

ტაქსებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ
ტაქსებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ

ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შევიდა. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ მიიღო. ცვლილების მიხედვით, ტაქსის ნებართვაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ძარის ყველა ელემენტი, ბამპერის ჩათვლით, თეთრი ფერის უნდა იყოს. 

ამასთან, მომსახურების გაწევისას სატრანსპორტო საშუალება ვიზუალური შემოწმებით უნდა აკმაყოფილებდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

ცვლილების თანახმად, სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით უფლებამოსილ პირს აქვს უფლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახით და ფორმით განახორციელოს შემოწმება. უფლებამოსილი პირი ვალდებულია შემოწმებისას იქონიოს და საჭიროებისას წარადგინოს სამსახურებრივი მოწმობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system