თავში

ტაქსისტების გამოუვალი მდგომარეობა

ტაქსისტების გამოუვალი მდგომარეობა
ტაქსისტების გამოუვალი მდგომარეობა

საქართველოს მასშტაბით სატრანსპორტო მოძრაობის აკრძალვამ თვითდასაქმებულებს გამოუვალი სიტუაცია შეუქმნა. ცხადია, არავინ დავობს იმაზე, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე, ზომები უნდა გამკაცრებულიყო. თუმცა დიდია  ადამაინების დანაკარგი, რომლებსაც კორონავირუსმა უკანასკნელი შანსიც წაართვა და ლუკმა-პურის შოვნის შესაძლებლობაც არ აქვთ. თუკი ბიზნესი დანაკარგს ითვლის, რიგით ტაქსისტებს, შეიძლება ითქვას, არც არაფერი აქვთ დასათვლელი, ისინი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც ტაქსაობით ირჩენდა თავს, ამბობს, რომ 1-კვირიანია გაჩერებაც კი საკმარისია, მათ ოჯახებში შიმშილის საფრთხე გაჩნდეს. ასე ფიქრობს ტაქსისტი გიზო გამყრელიძე, რომლის თქმითაც, მცირე დანაზოგიც არ აქვს, რომ ოჯახს კრიტიკულ სიტუაციაში მოახმაროს.

,,დღემდე მუშაობა არ გამიჩერებია. რეკომენდაციების გათვალსიწინებით ვახერხებდი, რომ მომსახურების სტანდარტი დამეცვა. ცხადია, მოთხოვნა მცირე იყო, მაგრამ დღეში 10-15 ლარამდე გამომდიოდა. ეს არ არის ის თანხა, რითაც ყოველდღიურ ხარჯს გაუმკლავდები, მაგრამ არ ვშიმშილობდით. სამწუხაროდ, დანაზოგი ვერ გავაკეთე. ახლა 5 ლარი მიჭირავს ხელში და ვფიქრობ, რა ვიყიდო, რით გავუმკლავდე ოჯახის მოთხოვნას და რა ვუთხრა პატარას, როცა უკვე ხვალს მეტყვის, რომ შია. გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ცხადია, პრობლემაზე ვსაუბრობ, თუმცა ამ შეზღუდვის აუცილებლობასაც ვაცნობიერებ. ნამდვილად დიდ გასაჭირში აღმოვჩნდი, მგრამ ვერავის ვუსაყვედურებ, როცა ფიზიკურ გადარჩენაზე ვფიქრობთ", - ამბობს უმუშევარი მძღოლი. 

შეზღუდვამ მნიშვნელოვნად დააზარალა ტაქსის კომპანიებიც, რომლებსაც კორონავირუსის გამო ბოლო პერიოდში მოთხოვნა ისედაც განახევრებული ჰქონდათ. 

„ძალიან რთული სიტუაციაა, ძალიან ბევრი ადამიანი ისედაც ვერ გამოდიოდა სამსახურში, ახლა მუშაობის გაჩერება გვიწევს. ცხადია, უმუშევრად დარჩნენ ოპერატორებიც, მაგრამ ხელფასს გადავუხდით იქამდე, სანამდეც გვეყოფა რესურსი, რასაკვირველია, მთლიანად ვერ ვურიცხავთ ანაზღაურებას. ძალიან მძიმე და ცუდი მდგომარეობაა. ვერანაირ გეგმას ვერ ვიმუშავებთ. ვერ ვიტყვით, რომ განახევრებულია მოთხოვნა, ზარალი გაცილებით მეტი გვაქვს, დაახლოებით 70 %-იანი კლებაა, რაც დიდი დანაკარგია კომპანიისთვის“, - აცხადებს  ნიკა ხოფერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system