თავში

თალიბები ხელფასის სახით ხორბალს არიგებენ

თალიბები ხელფასის სახით ხორბალს არიგებენ
თალიბები ხელფასის სახით ხორბალს არიგებენ

თალიბანი ათასობით საჯარო მოხელეს შრომით ანაზღაურებას სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემოწირული ხორბლის სახით უხდის.  Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Shafakna ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თალიბანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსთა და ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილემ, ფაზბარი ფაზლიმ განაცხადა, რომ პროგრამა  ქაბულსა და სხვა პროვინციებში გავრცელდება.

Reuters-ის ცნობით, თალიბანის წარმომადგენელმა დასძინა, რომ მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო 18 ტონა ხორბალი პაკისტანიდან და ისლამაბადმა ავღანეთს კიდევ 37 ტონა უნდა მიაწოდოს. მისი თქმით, თალიბანი  ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდოეთთან დამატებით 55 ტონა ხორბლის მისაღებად.

პროგრამის გაფართოება ხაზს უსვამს თალიბანის მთავრობის მზარდ პრობლემებს,  ვინაიდან ქვეყანას ნაღდი ფული ეწურება.

საერთაშორისო სანქციებმა თალიბანის წევრების წინააღმდეგ, ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ და გლობალური დახმარების მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ თალიბანის მთავრობა  ფინანსური სირთულეებისა და მზარდი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system