თავში

თამბაქო 20 თეთრით გაძვირდა

თამბაქო 20 თეთრით გაძვირდა
თამბაქო 20 თეთრით გაძვირდა

 British American Tobacco (BAT)-ს ინფორმაციით ყველა დასახელების თამბაქო 20 თეთრით გაძვირდა.

“წელს ფასები კიდევ აიწევს. ჩემი ვარაუდით, ეს პროცესი გაზაფხულზე დაიწყება და შეიძლება ორ ეტაპად იყოს. ჯერ 20 თეთრით მოიმატებს, შემდეგ კი - 20-30 თეთრით. ეს ყველაფერი გამოწვეულია არათანმიმდევრული პოლიტიკით და აქციზით. რა თქა მუნდა, ლარის კურსსა და ინფლაციასაც გავლენა აქვს, თუმცა აქციზის წილი ძალიან დიდია. თუ პროცენტულ მაჩვენებლებში ვიტყვით, 80%-85% არის აქციზის რადიკალური ზრდის წილი, ხოლო დანარჩენი 10-15% კი - ინფლაციის და ლარის კურსის წვლილია”, - აცხადებს სხვიტარიძე.

მისივე თქმით, თამბაქოს ფასი წელს უკვე მეოთხედ გაიზარდა.

“პირველ ეტაპზე ზრდა 50 თეთრი იყო, მერე კიდევ 50 თეთრი, ხოლო შემდეგ 40 და 20 თეთრიანი ზრდა იყო”, - აღნიშნა სხვიტარიძემ.

წყარო: BM.GE

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system