თავში

თამბაქოს კონტროლის შესახებ სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ

​თამბაქოს კონტროლის შესახებ იმსჯელებენ
თამბაქოს კონტროლის შესახებ სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ

სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები თამბაქოს კონტროლის შესახებ იმსჯელებენ. შეხვედრა ხვალ, 18 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

როგორც Report.ge-ს ცენტირდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა თამბაქოს ტვირთი და თამბაქოს კონტროლი. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის შეფასება ე.წ საინვესტიციო შემთხვევა განხორციელდა, რომელმაც აჩვენა, რომ თამბაქოს პირდაპირი (ჯანდაცვითი) და არაპირდაპირი ტვირთი ქვეყანაში 824.9 მლნ ლარია, რაც წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ს შეადგენს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, საქართველოში 1 მაისიდან მოქმედებს. მის შესაბამისად აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და პოპულარიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსდა დიდი ზომის პიქტოგრამული სამედიცინო გაფრთხილებები, განისაზღვრა თამბაქოს მწარმოებლების და იმპორტიორების ვალდებულებები თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და იმპორტთან დაკავშირებით, კანონით აიკრძალა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვა.

„დღეის მდგომარეობით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების დონე მაღალია, თუმცა მნიშვნელოვანია მისი განხორციელების კიდევ უფრო სრულყოფა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ სასურველი შედეგის მიღწევა გარდაუვალია დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და ინტერსექტორული თანამშრომლობის გარეშე.

სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. ასევე, მოხსენებას გააკეთებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system