თავში

თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულ 20 სტარტაპერს 100 ათასი ლარი გადაეცა - PHOTO

თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულ 20 სტარტაპერს 100 ათასი ლარი გადაეცა
თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გამარჯვებულ 20 სტარტაპერს 100 ათასი ლარი გადაეცა - PHOTO

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა

2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.დაჯილდოების ცერემონია ოფიციალურად გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. სტარტაპერებს ასევე სიტყვით მიმართე საშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბეთ რუდმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ.

ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურადმუშაობს საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების, ასევე კომერციალიზაციის, ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის და სტიმულირების მიმართულებით. 

„საქართველო მცირე ეკონომიკის ქვეყანაა, შესაბამისად, ამ მასშტაბის პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და ციფრული, ტექნოლოგიური პროგრესისთვის, ამ მიმართულებით თანამედროვე ტრენდების დანერგვის კუთხით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით,თანადაფინანსების გრანტების პროგრამა საუკეთესო და უკვე ძალიან პოპულარული ინსტრუმენტია იმ ახალგაზრდებისთვის,რომელთაც ამ სექტორში მუშაობის გამოცდილება სჭირდებათ, მათი პროფესიული ზრდისთვის, ასევე საერთაშორისო ტრენდების შესახებ ინფორმაციის პირველი პირებისგან მისაღებად და კონტაქტების დასამყარებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system