თავში

TANAP-ის მილსადენით, ორი წლის თავზე, 6 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გაივლის

TANAP-ის მილსადენით, ორი წლის თავზე, 6 მილიარდი კუბური მეტრის
TANAP-ის მილსადენით, ორი წლის თავზე, 6 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გაივლის

ივნისში ტრანს-ანატოლიური გაზსადენის (TANAP) მეშვეობით, თურქეთში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების დაწყებიდან (30 ივნისი) ორი წლის შემდეგ, გატანილი გაზის მოცულობა 6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ამის შესახებ Anadolu– სთან ინტერვიუში TANAP– ის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა სალტუკ დუზიოლმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში გაზის მიწოდება ეტაპობრივად იზრდებოდა და პირველ წელს ჯამურმა მოცულობამ 2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგენა.

TANAP– ის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მილსადენ TAP-ის შესამოწმებლად 21,4 მილიონი კუბური მეტრი გაზის გატანა მოხდა: ”უახლოეს თვეებში, ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ეს მოცულობა მოთხოვნიდან გამომდინარე,” - თქვა მან. 

მან ასევე აღნიშნა, რომ კომერციული ოპერაციების დაწყების შემდეგ შეფერხებები არ დაფიქსირებულა: ”მიწოდების მოცულობა და გაზის ტრანსპორტირებისთვის ტარიფები
 15-წლიანი სატრანზიტო ხელშეკრულების ფარგლებში განისაზღვრა
. ამიტომ, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისი რაიმე შეფერხებას ჩვენს საქმიანობაში არ იწვევს.” 

შეგახსენებთ რომ TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და  თურქეთის გავლით. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე TANAP-ი უკავშირდება ტრანს-ადრიატიკულ მილსადენს (TAP), რომელიც გადის საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system