თავში

თანხის განაღდება სავაჭრო ობიექტებშიც შესაძლებელია

თანხის განაღდება სავაჭრო ობიექტებშიც შესაძლებელია
თანხის განაღდება სავაჭრო ობიექტებშიც შესაძლებელია

ბარათიდან თანხის განაღდება საქართველოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშიც ხდება შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ 24 მარტს ხელმოწერილი ბრძანებით, განაღდების პუნქტების რაოდენობის ზრდა მომხმარებლებს ანგარიშსწორებას გაუადვილებთ.

“აღნიშნული ცვლილების მიხედვით, სავაჭრო და მომსახურების ობიექტს უფლება აქვს მომხმარებელს ბარათით გადახდასთან ერთად ასევე შესთავაზოს ნაღდი თანხის გატანაც. ამ მომსახურებისთვის მას არ დასჭირდება ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაცია," - განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ბანკომატებით, გასული თვის განმავლობაში 1.6 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა, ხოლო სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში არსებული პოს-ტერმინალებით კი 780 მილიონი ლარის მოცულობის გადახდები განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system