თავში

ტანსაცმელი გაიაფდა - ინფლაციის სტატისტიკა

ტანსაცმელი გაიაფდა - ინფლაციის სტატისტიკა
ტანსაცმელი გაიაფდა - ინფლაციის სტატისტიკა

2020 წლის ივნისთან შედარებით, თვიურმა ინფლაციამ ივლისში  -0.5% შეადგინა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ტანსაცმლის (-4.0% თ/თ) და სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (-1.6% თ/თ) გაიაფებამ შეიტანა. ამასთან, ტრანსპორტის (+1.0% თ/თ) და სხვადასხვა საქონლის და მომსახურების (+0.7% თ/თ) ფასები გაიზარდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოვეკვირეულ კვლევაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სეზონურად შესწორებული გაწლიურებული ინფლაცია კვლავ მაღალი რჩება, ამასთან საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს ნავთობის და საკვების ეფექტებს, ივლისში კვლავ გაიზარდა და 6.1% შეადგინა (მაისში 6.6%-თან შედარებით).

2020 წლის ივლისში წლიური ინფლაცია წინა თვეში დაფიქსირებულ 6.1%- თან შედარებით შემცირდა და 5.7% შეადგინა. სასაქონლო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად გაზრდილია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (+11.5% წ/წ) და სხვადასხვა საქონლის და მომსახურების (+10.9% წ/წ) ფასები. ამასთან, 2019 წლის ივლისთან შედარებით შემცირებულია ტრანსპორტის (-9.3% წ/წ) და დასვენება-გართობის სერვისების (-1.2% წ/წ) ფასები.

"თიბისი კაპიტალის" ყოვეკვირეულ კვლევის მიხედვით, ეროვნულმა ბანკმა 5 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პ.პ. შეამცირა 8.0%-მდე. ეროვნული ბანკი ელოდება ინფლაციის შემცირებას მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ 2021 წლის პირველი ნახევრისათვის და მიზნობრივ მაჩვენებელთან (3%) დაახლოებას შემდგომ პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა ჯამური მოთხოვნის მოსალოდნელზე მეტად შემცირების ფონზე, გადახედა მშპ-ის ზრდის პროგნოზს და -4.0%-დან -5.0%-მდე შეამცირა. 

მშპ-ს მოსალოდნელზე მეტად შემცირების მიუხედავად, ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლაა და ინფლაციური რისკების თავიდან ასაცილებლად ცენტრალური ბანკი აგრძელებს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ფრთხილ და ეტაპობრივ გამოსვლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system