თავში

ტანსაცმილის ქართველმა მწარმოებელმა ევროპის ბაზარი აითვისა

ტანსაცმილის ქართველმა მწარმოებელმა ევროპის ბაზარი აითვისა
ტანსაცმილის ქართველმა მწარმოებელმა ევროპის ბაზარი აითვისა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელმა „სპილოუმ" პარიზის და ფლორენციის საერთაშორისო გამოფენებზე დასწრება შეძლო. აღნიშნულ ღონისძიებებზე კომპანიის უცხო და კრეატიულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. შედეგად, „სპილოუს" პროდუქტი უკვე ექსპორტზე გადის და ევროპის რამდენიმე ბაზარზეც იყიდება.

სექტორის პოტენციალიდან გამომდინარე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართული საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიები საკუთარი პროდუქციით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე არიან წარმოდგენილნი.

აღნიშნულ საერთაშორისო გამოფენებზე საბავშვო ტანსაცმლის წარდგენით, „სპილოუმ" მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან და ქართული პროდუქციის ექპორტი განახორციელა ევროპის ქვეყნებში, კერძოდ საფრანგეთში, იტალიაში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში.

„ორი წელია, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, „სპილოუ“ მონაწილეობს საბავშვო ტანსაცმლის საერთაშორისო გამოფენებში. ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან პირველივე წასვლაზე დავამყარეთ, რის შემდეგაც ყოველწლიურად იზრდება ექსპორტის ქვეყნების რაოდენობა და შეკვეთების მოცულობა“, - განაცხადა „სპილოუს" დამფუძნებელმა, სოფო ჩხაიძემ.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე B2B ტიპის გამოფენების ორგანიზებასა და საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების თანადაფინანსებას ახორციელებს, ახალ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system