თავში

TAP-ის საბაზრო ტესტირება ივლისშიც გაგრძელდება

TAP-ის საბაზრო ტესტირება ივლისშიც გაგრძელდება
TAP-ის საბაზრო ტესტირება ივლისშიც გაგრძელდება

ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) სავალდებულო საბაზრო ტესტირება ივლისში გაგრძელდება. ამის შესახებ TAP– ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკა შიპატიმ განაცხადა.

TAP-ის მილსადენი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას ახდენს ევროპაში. შიპატის განმარტებით, მილსადენის საბაზრო ტესტირება მინიმუმ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება  TAP- ის გაფართოების ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. 

გაზსადენის მთლიანი გამტარობა 20 მილიარდი კუბური მეტრია.

შიპატიმ ხაზი გაუსვა, მილსადენის ამჟამინდელ და სამომავლო სტრატეგიულ მნიშვნელობას არამარტო აზერბაიჯანისთვის, არამედ, რეგიონისთვის.

”ამჟამად ენერგეტიკული უსაფრთხოება და დივერსიფიკაცია აქტუალური რჩება. მილსადენი აფართოებს მის შესაძლებლობებსა და კავშირებს რეგიონში, ასევე ამცირებს ქვანახშირზე დამოკიდებულებას," - განმარტავს შიპატი. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოზე წარმოებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხდება თურქეთში. ბუნებრივი გაზის მოცულობები თურქეთის ბაზარს მიეწოდება სამხრეთ კავკასიის მილსადენით (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და TANAP- ით. პირველი გაზი ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით თურქეთის ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. TANAP– ით კომერციული გაზის ტრანსპორტირება თურქეთში 2018 წლის 30 ივნისს დაიწყო.

TAP- ის აქციონერები არიან: SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%). 

TAP- ი აზერბაიჯანს ახალ შესაძლებლობებს უჩენს.

შეგახსენებთ, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, 2019 წელს გახსნა.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ყველაფერს tap-ზე, ასევე tanap-სა და სამხრეთ გაზის კორიდორზე, ასევე აზერბაიჯანულ გაზზე, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system