თავში

თავშეყრის ადგილებში თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარების აკრძალვას ითხოვენ

თავშეყრის ადგილებში თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის
თავშეყრის ადგილებში თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარების აკრძალვას ითხოვენ

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთი მოწინავეა, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიის გავლენების მიხედვით, თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მიერ მინიჭებული არასახარბიელო ინდექსი აქვს," - ამის შესახებ ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც თამბაქოსგან თავისუფალ ეროვნულ დღეს, 29 მარტს ეძღვნება. 

ალიანსი მოუწოდებს ხელისუდფლებას, მოიშოროს თამბაქოს ინდუსტრიისგან მართვადის იარლიყი. 

"ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 29 მარტისთვის, მთავრობა გამოწვევად დაისახავს, მოიშოროს თამბაქოს ინდუსტრიისგან მართვადის იარლიყი და პირველ რიგში, პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება," - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ნებისმიერ დახურულ სივრცეში, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს.

"დღეისათვის მოწევა დაშვებულია კაზინოებსა და სლოტკლუბებში, რასაც თამბაქოს ინდუსტრიამ პარლამენტსა და აღმასრულებელ მთავრობაში საკუთარი ლობების დახმარებით მიაღწია. მალე პარლამენტს წარედგინება ახალი კანონპროექტი ტაქსებში მოწევის აკრძალვის შესახებ. სავარაუდოდ, დაისმება საკითხი მსუბუქ ავტომობილში ბავშვებთან ერთად მგზავრობისას მოწევის აკრძალვის შესახებაც," - განმარტავენ ასოციაციაში.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით, მოსახლეობის 90%-მდე თანახმაა ტაქსებში მოწევა აიკრძალოს.

"ხალხი ირჩევს თამბაქოსგან თავისუფალ სივრცეს. მთავრობაც უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს და კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და ხელს არ უნდა უწყობდეს მომაკვდინებელი პროდუქციის მწარმოებლების, თამბაქოს ინდუსტრიის „ნათელ მომავალს", რაც უკვე არაერთხელ გვითქვამს," - ამბობენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.

ცნობისთვის, 1 კვირის განმავლობაში სიგარეტში დახარჯული თანხით შესაძლებელია შეიძინოთ: 7 კგ ბოსტნეული, 10 კვერცხი, 1 კგ ფქვილი, 7 პური, 1 ლ რძე, 1 კგ შაქარი, 4 კგ ხილი. რა ჯდება ერთი "ნაფაზი", ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დათვალა. Report.ge-ის გამოთვლით, შარშან ერთი "ნაფაზი" სამ თეთრამდე ჯდებოდა. იმის გამო, რომ ერთი წლის განმავლობაში სიგარეტი 6.3%-ით გაძვირდა, ერთი ნაფაზის ზარალიც პროპორციულად გაიზრდებოდა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ მეცნიერთა დასკვნით, ერთი ღერი სიგარეტი, სიცოცხლის 11 წუთს უდრის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system