თავში

თბილავიამშენის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

თბილავიამშენის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ
თბილავიამშენის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

„თბილავიამშენის“ დასაქმებულების ნაწილმა კუთვნილი ხელფასების ჩარიცხვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ისინი ხელფასებთან ერთად „თბილავიამშენის“ დირექტორის ირაკლი გოგიბერიძის გადადგომასაც მოითხოვენ.

„ჩვენი მოთხოვნის შედეგად, როცა მენეჯერს ირაკლი გოგიბერიძეს დავურეკეთ, რამდენიმე საათის შემდეგ ის ჩვენთან სასაუბროდ, როგორც იქნა, ჩამოვიდა,თუმცა არც ერთ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა. ვერ გვითხრა, თუ როდის იქნებოდა ხელფასი. ეს ადამიანი, როგორც ჩანს, თანამშრომლების წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობას ვერ ხედავს, სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გადადგომის მოთხოვნაც დავაყენოთ. უკვე, დაახლოებით 10 დღეა, რაც დასაქმებულებს ხელფასები არ ერიცხებათ და მათ რაოდენობა დაახლოებით 100-ზე მეტია“,  - განაცხადა პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა გიგა ბექაურმა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კომპანიის გენერალურმა დირექტორმაც, ირაკლი გოგიბერიძის თქმით,  ის დასაქმებულებს ხელფასების ჩარიცხვას დაჰპირდა, თუმცა როდის, არ დაუკონკრეტებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system