თავში

თბილისი-ბათუმის მატარებელი კონდიციონერის გაუმართაობის გამო შეფერხებით გადაადგილდება

თბილისი-ბათუმის მატარებელი კონდიციონერის
თბილისი-ბათუმის მატარებელი კონდიციონერის გაუმართაობის გამო შეფერხებით გადაადგილდება

თბილისი-ბათუმის მატარებელში კონდიციონერი არ მუშაობს, რის გამოც მატარებელი შეფერხებით გადაადგილდება. ჩქაროსნული ტიპის მატარებელს რამდენჯერმე მოუხდა სხვადასხვა სადგურზე გაჩერება.

ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ.

"რაშია საქმე: თბილისი ბათუმის მატარებელში არ მუშაობს კონდიციონერი და ხალხი ვეღარ სუნთქავს საუნაში არიან პრაქტიკულად. ყოველ ნახევარ საათში აჩერებენ მატარებელს და არესტარტებენ კონდიციონერს რომელიც მუშაობს ცოტა ხანი და მერე ისევ ითიშება. ახლა ბოლოჯერ გააჩერეს ზესტაფონში და ასეთი კიბე მოგვიდგეს ჩადით მოწიეთო. ქუთაისამდე ჩავიდეთ და თუ გაკეთდა კონდიციონერი გავაგრძელოთ თუარადა სხვა მატარებელში გადაგსვამთო.

განახლება: არც ჩამოსაგდები აპარატები მუშაობს და ვაგონებს შორის კარებიც ხელით უნდა გააღო.

განახლება: როგორც იქნა დაიძრა! მგზავრების ნაწილი იმ ვაგონებიდან სადაც ბევრი ხალხი იყო ჩავიდნენ სხვა ტრანსპორტით წავიდა ნაწილი ზოგი სხვა მატარებელს დაელოდა. დანარჩენები ამ მატარებლით მოვდივართ", - წერს Facebook-ze ზაზა დობორჯგინიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system