თავში

თბილისი-ბერლინი-ბათუმის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდა

თბილისი-ბერლინი-ბათუმის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდა
თბილისი-ბერლინი-ბათუმის კიდევ ერთი ჩარტერული რეისი შესრულდა

თბილისი-ბერლინი-ბათუმი კიდევ ერთი ჩარტერული რეისი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს  საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან მიაწოდეს.  რეისზე 175 მგზავრი იმყოფებოდა. საქართველოში კი 180 მგზავრი შემოვიდა. 

ინფორმაცია როგორც ბერლინის, ასევე სხვა კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე.

ნებისმიერი ცვლილება კომერციული ჩარტერების გრაფიკში ოპერატიულად აისახება ზემოთხსენებულ საიტებზე, რაც მგზავრებს საჰაერო გზით გადაადგილების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლის მიზანსაც პანდემიის გავრცელების პრევენცია და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება წარმოადგენს. მორიგი ჩარტერული რეისების, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი“, – აცხადებენ სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system