თავში

,,თბილისი ენერჯიმ" გაზის გაძვირების მიზეზი განმარტა

,,თბილისი ენერჯიმ" გაზის გაძვირების მიზეზი განმარტა
,,თბილისი ენერჯიმ გაზის გაძვირების მიზეზი განმარტა

,,თბილისი ენერჯის" გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომერციული გაზის საფასური ძვირდება, თბილისი ენერჯის“ დირექტორი კომერციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში, ედიშერ ხორავა განმარტავს. მისი თქმით, ტარიფის გაძვირება ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ განაპირობა. 

ხორავამ აღნიშნა, რომ აუცილებელია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება, რათა ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება არ შეფერხდეს.

„როგორც იცით, კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს უცხოურ ვალუტაში, ხოლო გაყიდვა ხორციელდება ეროვნული ვალუტით. ცხადია, ბოლო პერიოდში სავალუტო კურსი იყო ცვალებადი ქმნიდა და ქმნის ძალიან დიდ წნეხს კომპანიისთვის, რათა გაწიოს საკუთარი მომსახურება და კიდევ მოამარაგოს ბუნებრივი გაზი. დღემდე კომპანია ინარჩუნებდა ყველაზე დაბალ ტარიფს, როგორც არასაყოფაცხოვრებო, ასევე საყოფაცხოვრებო მომხმარებლების კუთხით, თუმცა იმ მიზნებისთვის რასაც კომპანია ემსახურება და რაც წარმოადგენს კომპანიის ძირითად სალიცენზიო პირობას, ეს არის დედაქალაქის ბუნებრივი გაზით მომარაგება უწყვეტ რეჟიმში. ამისთვის გახდა აუცილებელი, რათა თავიდან ავირიდოთ შეფერხებები და გარკვეული საფრთხეები სავალუტო კურსის რყევების გამო. ამიტომ ჩვენ გავავრცელეთ დღეს განცხადება, რომ 3 იანვრიდან დღეს არსებული არასაყოფაცხოვრებო ტარიფი – 86 თეთრი, შეიცვლება და გახდება 1.10 თეთრი“, – აცხადებს ხორავა.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ ცვლილება არ ეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და მათ ექნებათ იგივე ტარიფი, რომელიც სემეკ-ის მიერ სამი წლით  არის დადგენილი.

ცნობისთვის, ,,თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, კომერციულ მომხმარებლებს, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი გაუძვირდებათ, რაც კურსთაშორისი სხვაობით არის განპირობებული. 

,,თბილისი ენერჯის" გადაწყვეტილება სპეციალისტებმა report.ge-თან შეაფასეს. ენერგეტიკოსების განცხადებით, გაზის ტარიფის ზრდა ყველა იმ პროდუქტს გააძვირებს, რომლის წარმოების თვითღირებულების ერთ-ერთი კომპონენტი ბუნებრივი აირია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system