თავში

თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ინვესტორებს უმასპინძლებს

თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ინ
თბილისი ესტონეთიდან, ლიეტუვიდან და ლატვიიდან მოწვეულ ინვესტორებს უმასპინძლებს

თბილისი 23-24 ივნისს ესტონეთიდან, ლიეტუვადა და ლატვიიდან მოწვეულ ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებს“ უმასპინძლებს.

მათი ვიზიტის მიზანია საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და ადგილობრივი სტარტაპებისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა.

ღონისძიების ფარგლებში თბილისს ეწვევიან Litban-ის (Latvian Business Angel Network), Latban-ის (Lithuanian Business Angel Network) და Estban-ის (Estonian Business Angels Network) ინვესტორები.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ე.წ. pitch day - მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, სადაც წინასწარ შერჩეულ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ფინანსების მოზიდვის მიზნით, 24 ივნისს, უცხოელი და ქართველი ინვესტორების წინაშე საკუთარი საინვესტიციო პროექტები წარადგინონ.

დაინტერესებულ, ტექნოლოგიური მიმართულებით სტარტაპებს), 15 ივნისის 18:00 სთ-მდე შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ მითითებულ ბმულზე: https://cutt.ly/SnRwItb

შერჩეულ კომპანიებს საკუთარი პროექტების წარსადგენად ექნებათ 5 წუთი. ღონისძიების შემდგომ გაიმართება Networking სესიაც. შერჩეულ კომპანიებს pitch day-ზე წარდგენამდე ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრეინინგი.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის და "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელის - AXEL ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია სტარტაპ ბიურო და თიბისი ბიზნესი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system