თავში

თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის თავისუფლებით მე-9 ადგილზეა

თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის თავისუფლებით მე-9 ადგილზეა
თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის თავისუფლებით მე-9 ადგილზეა

„თბილისი გაზიარებითი ეკონომიკის თავისუფლების მხრივ 90 ქულით მე-9 ადგილზეა. 

საერთაშორისო ორგანიზაცია „Consumer Choice Center“-ის ინდექსით შეფასებულია მსოფლიოს 52 დინამიური ქალაქი მათი ღიაობის მიხედვით გაზიარებითი ეკონომიკისადმი.

ინდექსის მიხედვით, პირველ ათეულში შევიდნენ: ტალინი, ვილნიუსი, რიგა, მოსკოვი,
სანქტ-პეტერბურგი, ვარშავა, კიევი, სან-პაულუ, თბილისი და ჰელსინკი.

სიის ბოლოში მოექცნენ: პრაღა, დუბლინი, ამსტერდამი, ბრატისლავა, ლუბლიანა, სოფია, ტოკიო, ჰააგა, ლუქსემბურგი და ათენი. აღნიშნული ქალაქებისთვის დამახასიათებელია მთავრობათა მიერ გადაჭარბებული რეგულირება როგორც კომპანიების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ცნობისთვის, ინდექსი თავის მხრივ პირველია და მას გამოიყენებენ მომხმარებელთა ინფორმირებისთვის, თუ რომელი ქალაქი უზრუნველყოფს უკეთ ეკონომიკის ამ მოდელზე აგებული სერვისების მრავალფეროვნებას და მხარს უჭერს მომხმარებელთა მიერ მათ ხელმისაწვდომობას.

„2019 წლის ტაქსების რეგულაცია რომ არ განხორციელებულიყო, რამაც დიდად დააზარალა მძღოლები, იგი პირველ ადგილს დაიკავებდა და გაუსწრებდა ევროპის ყველა ქალაქს’’ - ამბობს კვლევის თანაავტორმა, თამარ ტარსაიძემ.

კვლევის ფარგლებში შემოწმდა მსოფლიოს 52 დინამიური ქალაქი ტაქსის აპლიკაციებზე, ელექტრონულ სკუტერებზე, ბინების გაქირავების პლატფორმებზე, მანქანების გაქირავებაზე როგორც კომპანიების, ასევე კერძო პირების მიერ და ბოლოს - სპორტული დარბაზების გაზიარების აპლიკაციებზე (Gym Sharing Apps) , რაც თბილისში ჯერ-ჯერობით არ მოქმედებს, რაც სხვა ქალაქებში უქმნის მომხმარებლებს კომფორტს, კომპანიებს კი - შემოსავალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system