თავში

თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება
თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

ტენდერი თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე, რომელიც გადის საქართველო-აზერბაიჯანის სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ, მომავალ წელს გამოცხადდება.

ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცნობისთვის ეს პროექტი აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ქვეშაცაა. გზის კეთილმოწყობა ორივე ქვეყნის ინტერესშია, რადგან აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანზიტო დერეფანს გახდის სრულყოფილს. 

მაია ცქიტიშვილის თქმით, პროექტი ითვალისწინებს არა ძველი გზის, არამედ მთლიანად ახალი მაგისტრალის აღდგენას.

შეგახსენებთ, ეს ტენდერი მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში უნდა გამოცხადებულიყო.

თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროექტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია. პროექტის თანახმად, თბილისი-საგარეჯოს გზას ოთხი ზოლი ექნება.

ეს გზა სატრანზიტო მნიშვნელობისაა, რადგან თბილისი-კახეთის მთავარი მაგისტრალის ფუნქციის გარდა ის ასრულებს სატრანზიტო დერეფანის ფუნქციას საქართველო-აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს  შორის.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system