თავში

8-10 ნოემბერს თბილისი Startup Grind-ის რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლებს

თბილისი Startup Grind-უმასპინძლებს

2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება. კონფერენცია 30-ზე მეტ სპიკერს აერთიანებს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, – Startup Grind.

თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები მსოფლიოს ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, 500 Startups, Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან.

ღონისძიება სხვადასხვა სესიასა და ფორმატს მოიცავს და დამსწრეებს, ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.

Startup Grind საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისა და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობასა და 2 მილიონ წევრს აერთიანებს.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system