თავში

"თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი კვლავ უპრეცედენტოდ დიდია"

"თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი კვლავ უპრეცედენტოდ დიდია"
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი კვლავ უპრეცედენტოდ დიდია

"პანდემიის მიუხედავად, კვლავ უპრეცედენტოდ დიდია თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომლის მესამედი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მოხმარდება,"- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს დროული და მნიშვნელოვანია იმ სოციალური გამოწვევიდან გამომდინარე, რომელიც რჩება დედაქალაქში, 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიისა, კვლავ უპრეცედენტოდ დიდია თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომლის მესამედი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მოხმარდება, რაც ნამდვილად ძალიან დროული და ძალიან მნიშვნელოვანია იმ სოციალური გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც რჩება ჩვენს დედაქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ახალი რეკრეაციული სივრცეების და ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობის საკითხი, კვლავ აქტუალურია თბილისისთვის. ეს არის სწორედ ის მიმართულებები, რაც კახი კალაძის საარჩევნო დაპირება იყო და " ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებისა და სატრანსპორტო - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გზით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლავ დიდი ოდენობით თანხა დაიხარჯება ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის, რაც პანდემიის დასრულების შემდგომ თბილისის ტურისტულ მიმზიდველობას კვლავაც გაზრდის. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს და იმ გუნდს, რომელსაც თბილისის მერიაში ვტოვებ იმ საშუალებისთვის, რაც მე მომეცა სამი წლის განმავლობაში, რომ მემუშავა ასეთ ძლიერ გუნდთან ერთად, რომელიც თბილისზე ძალიან ზრუნავს და ისეთი სტრატეგიული მიმართულებები დანერგა თბილისში, რომლიც ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხს ნამდვილად გააუმჯობესებს, რაც უკვე სახეზეა. მადლობა თითოეულ ადამიანს თბილისის მერიაში. მოხარული ვარ, რომ მუშაობას გავაგრძელებ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც არის "ქართული ოცნება" და ის საპარლამენტო საქმიანობა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება საქართველოს პარლამენტში, მიმართული იქნება საქართველოს მთავარი მიზნის განხორციელებისთვის, რასაც ევროპულ ოჯახში სამართლებრივ ინტეგრაციის საფუძვლების შექმნა ჰქვია”, - განმარტავს  მაია ბითაძე.

დედაქალაქის მერიამ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დაასრულა.

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი იქნება.

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, დედაქალაქის ბიუჯეტი 840 მლნ ლარი იყო, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლები გახლდათ. 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის წლიური გეგმა 56.8%-ით შესრულდა. დედაქალაქს წელს სესხების მომსახურება/დაფარვა 18 მლნ ლარი დაუჯდა

იმის გასაგებად, თუ რას მოხმარდება დედაქალაქის 20201 წლის ბიუჯეტი, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system