თავში

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 150 მილიონი ლარია

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 150 მილიონი ლარია
თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 150 მილიონი ლარია

2021 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 150 მილიონი იქნება, იმაზე 50 მილიონით მეტი, ვიდრე 2020 წლის ბოლოს იყო დაანონსებული. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"საუბარი იყო, რომ 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად გადაჭარბებით შესრულდა და მილიარდ 150 მილიონი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, 2021 წლის თბილისის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. კალაძის თქმით, სოციალურ-ეკონომიკური მიმართულეით 350 მილიონია გამოყოფილი, ხოლო 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 

"თუმცა, აქ ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს - იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, 2021 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროორიტეტი ეს იქნება. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაგარი პროექტი განხორციელდა სკვერების, პარკების განახლება-რეაბილიტაცია, ეს მომავალშიც გაგრძელდება. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას. სასიხარულოა ის, რომ საპარკო კულტურა შემოვიდა ქალაქში. გვაქვს მეტი მოტივაცია, რომ მეტი ასეთი სივრცე შევქმნათ ქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system