თავში

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს გიორგი გახარია გახსნის

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მეორე დღეს გიორგი გახარია გახსნის
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს გიორგი გახარია გახსნის

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის. მთავრობის მეთაური ფორუმის მონაწილეებს მისასლმებელი სიტყვით 10:00 საათზე მიმართავს.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღის პირველი სესიის თემატიკაა - საქართველოს განვითარება და მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობა. მომხსენებლებს შორისაა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ცნობისთვის: "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება. ფორუმი მთავრობებსა და ბიზნესებს შორის მაღალი დონის დიალოგს წარმოადგენს, ეს არის პლატფორმა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system