თავში

თბილისის მეფუტკრეობის ცენტრში 400 000 ევროს ინვესტიცია ჩაიდო - PHOTO

თბილისის მეფუტკრეობის ცენტრში 400 000 ევროს ინვესტიცია ჩაიდო
თბილისის მეფუტკრეობის ცენტრში 400 000 ევროს ინვესტიცია ჩაიდო - PHOTO

თბილისში მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს,თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობის შედეგად აშენდა და აღიჭურვა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოშიპეტრ მიკისკამ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმაიან სლივამ, თბილისის მერის მოადგილეანდრია ბასილაიამ და ასოციაცია „აგორას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თენგიზ სვანიძემ.

თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს ასოციაცია აგორას შედეგიანი თანამშრომლობისთვის.

მისი თქმით, პროექტში 400 000 ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო და განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

„შეიქმნა მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი, რომლის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ურბანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და უფრო ფართო ჭრილში, თბილისის, როგორც „მწვანე“ ქალაქის ხედვის წარმოჩენა. პროექტის მეორე ფაზის ეტაპზე, დღეს მოვაწერთ ხელს მემორანდუმს და ცენტრი დაიწყებს აქტიურ მუშაობას, მომსახურებას გაუწევს დაინტერესებულ პირებს როგორც საგანმანათლებლო, ისე ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. ასევე, იფუნქციონირებს მეფუტკრეობის ლაბორატორია, რომელიც დარგისთვის სასარგებლო და საჭირო კვლევებს განახორციელებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system