თავში

თბილისის მერია ბიზნესს დაეხმარება

თბილისის მერია ბიზნესს დაეხმარება
თბილისის მერია ბიზნესს დაეხმარება

დედაქალაქის მერიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მცირე მეწარმეებს გარკვეული შეღავათები შესთავაზა. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მან ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გატერებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. 

პირველ ეტაპზე, იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან იმ ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული. შეღავათი იმოქმედებს სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული ვადის დარღვევაზეც.

მარტის, აპრილისა და მაისის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდა 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი, მერიისგან იჯარით აქვთ აღებული. შეთავაზებული შეღავათით სარგებლობს ქვემოიჯარეებიც; იურიდიული პირები, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამო საქმიანობა შეეზღუდათ, დასუფთავების მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან.

მერიის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ გაიზარდა მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელი პირების რაოდენობა. 21 მარტიდან დღემდე, თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომლებმა, დაახლოებით, 220 000 ზარის მომსახურება შეძლეს; საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ონლაინ რეჟიმში მერიის ყველა სერვისის მოდიფიცირება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ. ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ.

თბილისის მერია სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, პრევენციულ ღონისძიებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ახორციელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system