თავში

თბილისის მერია მოქალაქეებს მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადებს

თბილისის მერია მოქალაქეებს მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადებს
თბილისის მერია მოქალაქეებს მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადებს

მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ მომავალ წელს მერია სამუშაო ძალის კვლევას ჩაატარებს.

სამუშაო ძალის კვლევის ჩატარების შემდეგ თბილისის მერია აპირებს მოქალაქეები მოთხოვნად პროფესიებში გადაამზადოს.

ამის საჭიროებას ბასილაია იმით ხსნის, რომ ინვესტორს სჭირდებოდა ინფორმაცია სამუშაო ძალის შესახებ, რის მიწოდებასაც მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს. 

“2020 წლისთვის ვაპირებთ ჩავატაროთ სამუშაო ძალის კვლევა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი, რაც გვაქვს, ეს არის სწორედ სამუშაო ძალა. მაგალითად ინვესტორს კონკრეტულად აინტერესებდა, თბილისში თუ არსებობს 200 JAVA IT სპეციალისტი, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ამიტომ უნდა ჩავატაროთ კვლევა, რომელიც დაგვანახებს რა მოთხოვნებია ბაზარზე, რა შესაძლებლობებია და ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც შეიძლება შევიმუშავოთ, რომ მაგალითად როცა ინვესტორისგან იქნება მოთხოვნა სპეციფიციურ სამუშაო ძალაზე, ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების გადამზადებას”,- აცხადებს ანდრია ბასილაია.

თბილისის საინვესტიციო პოტენციალის ზრდის მიმართულებით მომავალ წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი თანხა დაიხარჯება, ვიდრე მიმდინარე წელს. 

თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ კუთხით 385 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system