თავში

"თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

"თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს
თბილისის მიკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის გამოცხადებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსახურე პერსონალს გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

„თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი გამოთქვამს მზადყოფნას, მოემსახუროს შეღავათიანი ტარიფით ყველა იმ კომპანიას, რომელთაც ჩვეულ რეჟიმში მუშაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

კომპანიის განმარტებით, „თბილისის მიკროავტობუსი” მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა. 

"სწორედ ამიტომ, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ქვეყნაში არსებული მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა ზემოხსენებული ტიპის ორგანიზაციისთვის, შემუშავდა მომსახურების ფასის საერთო ფორმულა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ფინანსური სარგებლის გარეშე. შესაბამისად, ერთ მიკროავტობუსზე, ყოველდღიური მომსახურეობა (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით – ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით. მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად ასევე გაივლის დეზინფექციას“, – აცხადებს კომპანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system