თავში

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

28 თებერვალს ქსელში გადართვების გამო, თბილისის რამდენიმე უბანში , ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

„დიდუბის და საბურთალოს რაიონებში ქსელში გადართვების გამო, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის, აკაკი ბელიაშვილის, გვირილების, გიორგი პაპაშვილის, დისევის, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,-ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system