თავში

თბილისის რომელ უბნებში გაძვირდა და გაიაფდა ბინები

თბილისის რომელ უბნებში გაძვირდა და გაიაფდა ბინები
თბილისის რომელ უბნებში გაძვირდა და გაიაფდა ბინები

2020 წელს ახალაშენებულ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა თბილისის უბნების უმეტეს ნაწილში. მცირედი კლება დაფიქსირდა სამგორში, ნაძალადევსა და დიდუბეში, 2%, 1% და 6%. გამონაკლისს წარმოადგენდა გლდანი, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ აღნიშნულია Colliers International Georgia-ს 2020 წლის უძრავი ქონების ბაზრის შემაჯამებელ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, დედაქალაქში, ახალაშენებული ბინებისგან განსახვავებით, ძველ აშენებულ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი თბილისის ყველა უბანში მნიშვნელოვნად შემცირდა. სამგორში, გლდანსა და საბურთალოზე ტრანზაქციების რაოდენობა 24%, 30% და 22%-ით შემცირდა.

2020 წელს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი საბურთალოზე, ფონაჭალასა და ბაგებში შემცირდა 10%, 9% და 4%-ით. წყნეთში, მთაწმინდაზე, გლდანსა და ნაძალადევში კი გაიზარდა 14%, 9% და 7-7%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ ფონიჭალასა და წყნეთში ახალაშენებული ბინების ბაზარი ნაკლებად აქტიურია.

2020 წელს, ძველი აშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ყველაზე მეტად კრწანისში, წყნეთსა, და ისანში გაიზარდა, 14%, 13% და 7%. კრწანისსა და ისანში ფასის ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ ძველ/ძვირადღირებულ უბნებთან, როგორიცაა აბანოთუბანი და ავლაბარი. ფასის მცირედი კლება დაფიქსირდა ვაკეში, მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და დიდუბეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system