თავში

თბილისის რომელ უბნებშია გაზრდილი ბინის ქირაზე მოთხოვნა

თბილისის რომელ უბნებშია გაზრდილი ბინის ქირაზე მოთხოვნა
თბილისის რომელ უბნებშია გაზრდილი ბინის ქირაზე მოთხოვნა

სექტემბერ-ოქტომბერში ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა, როგორც წესი, იზრდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებაა.

როგორც SS.ge-ს კვლევა გვაჩვენებს, სტუდენტები უძრავი ქონების ძიებას ივნისიდან იწყებენ, ივლისში მოთხოვნა 8%-15%-ით იკლებს. აგვისტოდან კი ყველა პოპულარულ ლოკაციაზე მოთხოვნის ზრდა აღინიშნება. აღსანიშანავია, რომ წლის ყველაზე მაღალი მოთხოვნა სექტემბერში ფიქსირდება.

SS.ge - ს კვლევის თანახმად, 5 ყველაზე მოთხოვნადი რაიონია საბურთალო, რომელზეც მოთხოვნის 18% მოდის. მას მოჰყვება დიდუბე მოთხოვნის 12%-იანი წილით. დიღომსა  და ნაძალადევში ბინის დამქირავებალთა 11-11% მოდის. დედაქალაქის ყველაზე მოთხოვნადი უბნების ხუთეულის ბოლო ადგილზე გლდანია 9%-იანი წილით.

2019 წელს გასულ წელთან შედარებით სტუდენტების მხრიდან ბინების დაქირავებაზე მოთხოვნის 11%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, მოთხოვნის პიკური მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი ნარჩუნდება ოქტომბრის პირველი ორი კვირის განმავლობაშიც. SS.ge-ს კვლევიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ მოთხოვნა გასული წლებივით შეიცვლება, ოქტომბრის 15-მდე სტუდენტების მხრიდან ბინების დაქირავებაზე მოთხოვნის 49%-იან ზრდას უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება, ბინის ფასებს, საბურთალოს, დიდუბისა და დიღმის რაიონებში საფასო პოლიტიკა თითქმის იდენტურია. აქ ერთ ოთახიანი ბინის ფასი 500 ლარიდან იწყება და, მისი მდგომარეობის და მეტროსთან სიახლოვის მიხედვით, 700 ლარამდეც აღწევს. ნაზალადევსი ერთ ოთახიანი ბინის დაქირავებისთვის 400-500 ლარი უნდა ივარაუდით. გლდანში ერთ ოთახიანი ბინის ქირა 300-400 ლარს უტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system