თავში

თბილისის რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებლად

თბილისის რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებლად
თბილისის რომელი უბნებია ყველაზე მოთხოვნადი საცხოვრებლად

უძრავი ქონების გაყიდვები სექტემბერში წლიურად 14%-ით გაიზარდა, პირველად თებერვლის შემდეგ. მას შემდეგ რაც ივლისსა (-14.9% წ/წ) და აგვისტოში (-16.3% წ/წ) ბინების გაყიდვები შემცირდა, სექტემბერში გაყიდვები წლიურად 14.4%-ით გაიზარდა. 

"გალტ&თაგარტის" უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსების შეფსასებით, გაყიდვების ზრდაზე იმოქმედა ეკონომიკის აღდგენამ და ახალ ბინებზე იპოთეკური სესხების სუბსიდიამ, რომელიც ძალაში შევიდა 2020 წლის ივლისში და დაჩქარდა სექტემბერში. მათივე მტკიცებით, იპოთეკური სესხების სუბსიდია ძირითადად ბიუჯეტურ/ეკონომ სეგმენტში გაყიდვებს უწყობს ხელს. 

"სწორედ ახალი ბინების გაყიდვები იყო ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ივლისი-აგვისტოში წლიური 26.6%-იანი კლების შემდეგ, ახალი ბინების გაყიდვები წლიურად 10.8%-ით გაიზარდა სექტემბერში. 2020 წლის მე-3 კვარტალში გარეუბანში გაყიდვები კვლავ ჭარბობდა, რადგან იპოთეკური სესხების სუბსიდია ძირითადად ბიუჯეტურ/ეკონომ სეგმენტში გაყიდვებს უწყობს ხელს," - აღნიშნულია უძრავი ქონების ბაზრის "გალტ&თაგარტის" ყოველკვარტლურ მიმოხილვაში. 

გაყიდვების მიხედვით, 4 გარეუბნის (გლდანი, სამგორი, ისანი, დიდი დიღომი) წილი ჯამური გაყიდვების 56.1%-ს შეადგენდა 2020 წლის მე-3 კვარტალში(52.0% 3კვ19-ში). 

რაც შეეხება,  თბილისის სხვა უბნებს, წელს გაყიდბვების მაჩვენებლით ლიდერობს საბურთალო, სადაც წელს გაიყიდა 1453 ერთეული ბინა შემდეგ პოზიციაზეა ნაძალაევი წელს გაყიდული 554 ერთეული ბინით, მას მოჰყვება დიდუბე წელს რეალიზებული 542 ბინით და ვაკე, სადაც წელს გაიყიდა 521 ერთეული საცხოვრებელი ბინა.კრწანისში წელს 221 ერთეული, ჩუღურეთში 199 და მთაწმინდაზე 151 ბინაა გაყიდული. წინა წელთან შედარებით რეალიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია ყველა უბანში. 

უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსების მოლოდინით, იპოთეკური სესხების სუბსიდია კვლავ შეუწყობს ხელს გაყიდვებს გარეუბნებში 2020 წლის მე-4 კვარტალში.

"გალტ&თაგარტის" კვლევით, ახალი ბინების სეგმენტში ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (51-80 მ 2 ), რომელთა წილმა 2020 წლის მე-3 კვარტალში მთლიანი გაყიდვების 52% შეადგინა (48% 3კვ19-ში), რაც, ექსპერტების შეფასებით, იპოთეკური სესხების სამთავრობო სუბსიდიის სქემის ეფექტია.

ძველი ბინების კატეგორიაში ყველაზე გაყიდვადი მცირე ზომის (18-50 მ 2 ) ბინები იყო. დიდი ზომის ბინებზე (81-150 მ 2 ) მოთხოვნა მცირდება.

დაბალფასიანი სეგმენტი კვლავ ყველაზე მოთხოვნადია, რაც ანალიტიკოსების თქმით, დასტური იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა განაპირობებს.

გაყიდვების 55% დაბალფასიან სეგმენტში დაფიქსირდა 2020 წლის მე-3 კვარტალში (54% 3კვ19-ში), მაშინ როცა პრემიუმ სეგმენტში გაყიდვებმა ჯამური გაყიდვების მხოლოდ 8% შეადგინა (13% შეადგინა 3კვ19-ში).

მოთხოვნა საშუალო ზომის ბინებზე (51-80 მ 2 ) თბილისის ყველა უბანში მაღალი იყო, გარდა ცენტრალური უბნებისა (მთაწმინდა, ვაკე), სადაც მოთხოვნა უფრო დიდი ზომის ბინებზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system