თავში

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ EBRD-ის ჯილდო მიიღო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ EBRD-ის ჯილდო მიიღო
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ EBRD-ის ჯილდო მიიღო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების ჯილდო მოიპოვა. 62 ნომინაციიდან, ექვს კატეგორიაში 21 პროექტი შეირჩა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებზე წარსადგენად. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კი გენდერისა და ინკლუზიის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მიენიჭა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტსა და პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროექტების განხორციელებით, კომპანია ხელს უწყობს ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდას თბილისში უსაფრთხო და საიმედო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს კომპანიის მდგრადი განვითარების ხელშეწყობით და ურბანული ტრანსპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დანერგვით.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ აღნიშნული ჯილდო მეორედ მოიპოვა. პირველად ეს ჯილდო მან 2017 წელს, ინოვაციების კატეგორიაში მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system