თავში

თბილისმა საერთაშორისო იურიდიული ფორუმს უმასპინძლა

თბილისმა საერთაშორისო იურიდიული ფორუმს უმასპინძლა

დღეს თბილისის საერთაშორისო იურიდიული ფორუმი „აღმოსავლეთ-დასავლეთ ეკონომიკური თანამშრომლობა“ გაიმართა.

ფორუმზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, ჰონგ კონგისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტებმა - მელისა პანგმა და მარია სლაზაკმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს საქართველოს ბიზნეს გარემისა და საინვესტიციო რეგულაციებზე.

პანელზე ბიზნეს კლიმატი და საინვესტიციო გარემო საქართველოში ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის დელეგატებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ინვესიტიციების დაცვის იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რომლებსაც ბიზნესომბუდსმენის ოფისი ბიზნესის ინტერესების დასაცავად იყენებს.

„ბიზნესომბუდსმენის ოფისი მუშაობს, როგორც კანონმდებლობის ხარვეზის საფუძველზე წარმოქმნილ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე კანონმდებლობის აღსრულებისას წარმოქმნილ საქმეებზე და ვიცავთ ბიზნესის ინტერესებს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში. წელს ჩვენს კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება და ბიზნესის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მეგობრის ფუნქციას საერთო სასამართლოებშიც ვიყენებთ. გარდა ამისა, ჩვენ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს შორისაა ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაცია, შუამდგომლობა და სამართლებრივი დასკვნა. აქვე ოფისის საქმიანობა, რომ შევაჯამო 2018 წელის განმავლობაში ჩვენ 316 საქმეზე ვიმუშავეთ და დასრულებულ საქმეების 80%-ში ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.“ - ირაკლი ლექვინაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system