თავში

თბილისმა "საუკეთესო კულტურული ქალაქის" ტიტული მიიღო

თბილისმა "საუკეთესო კულტურული ქალაქის" ტიტული მიიღო
თბილისმა საუკეთესო კულტურული ქალაქის ტიტული მიიღო

ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასწია. ადმინისტრაციამ LCD Berlin Awards-ს კონკურსისთვის საჭირო შესაბამისი მასალა მიაწოდა.
თბილისის კონკურენტები მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები იყვნენ.
LCD Awards-ის დაჯილდოების მე-6 ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჯილდო 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო.

LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.
LCD Berlin Awards-ის 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, სადაც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ.
სპეციალური ჯილდო გერმანიაში საქართველოს საელჩოს გადაეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system