თავში

თბილისში ბიზნეს ღონისძიება Retail Wednesday Georgia ტარდება

თბილისში ბიზნეს ღონისძიება Retail Wednesday Georgia ტარდება
თბილისში ბიზნეს ღონისძიება Retail Wednesday Georgia ტარდება

3 ოქტომბერს, თბილისში, ბიზნეს ღონისძიება Retail Wednesday Georgia ტარდება. მთავარი თემები იქნება: ახალი ბიზნეს მოდელი, მომხმარებლის გამოცდილება, დიზაინ სერვისი და თანამედროვე ტექნოლოგიები „რითეილში“. 

ღონისძიების სპიკერი საერთაშორისო კომპანია @idnt დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Mykola Chumak (უკრაინა) იქნება.Retail Wednesday Georgia-ს ორგანიზატორი Cross Sales Group-ია, რომელიც 2013 წელს შეიქმნა.

„ჩვენი კომპანია #1 ექსპერტების გუნდია „რითეილ“ სფეროში. ჩვენ ვქმნით კომპანიისთვის მომგებიან და ბრენდისთვის ვიზუალურად მიმზიდველ დიზაინს, ადვილად დასანერგ გაფორმებისა და პროექტირების სტანდარტებს და სავაჭრო ობიექტების მარკეტინგულ კონცეფციას. გარდა ამისა, ვზრდით მომგებიანობას კვადრატული მეტრიდან „რითეილ“ დაპროექტების მეთოდებით – შექმნის პირველივე დღიდან, აქტიურად ვზრუნავთ, საქართველოში, ამ მიმართულების განვითარებაზე. ეს ბიზნეს ღონისძიებაც სწორედ ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია," - განაცხადა მიკოლა ჩუმაკმა.

Retail Wednesday Georgia ორგანიზატორების თქმით, საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიება 12:00-ზე დაიწყება. ბილეთის ფასი 50 ლარია მასზე და დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, 21 ოქტომბრამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system