თავში

თბილისში ფოტოხაფანგები დამონტაჟდება

თბილისში ფოტოხაფანგები დამონტაჟდება
თბილისში ფოტოხაფანგები დამონტაჟდება

თბილისის მერია ნაგვის დამყრელი პირების გამოსავლენად ყიდულობს 30 ცალ ფოტოხაფანგს, რომელთა შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დედაქალაქის მერიას ტექნიკის შესაზენად 75 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.  ტენდერი 29 აპრილს გამოცხადდა და 10 მაისს დასრულდება. შესყიდული ტექნიკის საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელია მოთხოვნილი.

სატენდერო პირობების თანახმად, ფოტოხაფანგების ძირითადი მახასიათებლები უნდა იყოს:

  • ავტომანქანის სანომრე ნიშნის გადაღების შესაძლებლობა (დღე/ღამე);
  • სურათის გარჩევადობა: 720 x 2048 ან უკეთესი;
  • 4 ვიდეო: არანაკლებ 720P HD + ხმა;
  • ვიდეოს ხანგრძლივობა: არანაკლებ 90 წამი;
  • სამუშაო ტემპერატურა: -20-დან +50 °C-ის ჩათვლით;
  • განათების მანძილი: არანაკლებ 15 მეტრი;
  • განათების ტიპი: ინფრაწითელი ადამიანის თვალისთვის უხილავი;
  • სურათის დეტალი: დღისით ფერადი, ღამე მონოქრომული ინფრაწითელი ან უკეთესი;
  • PIR (თერმო სენსორი) დანახვის მანძილი: არანაკლებ 30 მეტრი;
  • დღე/ღამის რეჟიმი სურათისთვის და ვიდეოსთვის;
  • მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა: 512 გიგაბაიტის ჩათვლით ან უკეთესი;
  • სურათის ინფორმაცია: არანაკლებ: დრო, თარიღი, მომხმარებლის ეტიკეტი;
  • ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა: არანაკლებ 50,000 სურათამდე ან 1 წელი;
  • ქურდობის აღკვეთა პაროლით დაცვა;
  • აღნიშნულ ფოტოხაფანგს დღე/ღამის პირობებში უნდა შეეძლოს არანაკლებ 80კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის სანომრე ნიშნის გარკვევით გადაღება ხარვეზების გარეშე.

თბილისის მერიის განმარტებით, ფოტოხაფანგები იმ ადგილებში დამონტაჟდება, სადაც მოქალაქეები ყველაზე ხშირად აბინძურებენ ტერიტორიას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system