თავში

თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 6%-ით შემცირდა

თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 6%-ით შემცირდა
თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა  6%-ით შემცირდა

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა უარყოფით ნიშნულზეა და 2019 წელთან შედარებით -6%-ს უტოლდება.

ამასთანავე, 1-19 ივლისის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ცვლილებამ -21% შეადგინა.

თბილისში ბინების ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა, სადაც ახლად აშენებულ ბინებში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება საშუალოდ 1 200 აშშ დოლარია.

ვაკეში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 1 150 აშშ დოლარს შეადგენს.

საბურთალოზე კი ეს მაჩვენებელი 950 აშშ დოლარს შეადგენს.

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში სულ 16 000 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86.5%-ით მეტია.

ასევე, ნახეთ თბილისის რომელ უბნებშია ბინებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system