თავში

თბილისში ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციოდ სამი უბანი შეირჩა

თბილისში ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციოდ სამი უბანი შეირჩა
თბილისში ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციოდ სამი უბანი შეირჩა

თბილისში ხილ-ბოსტნეულის დეფიციტი არ იქნება. მოვძებნეთ ალტერნატიული სამი სავაჭრო ცენტრი გლდანში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიყიდება, - ამის შესახებ სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის პირველი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, თენგიზ კალანდაძემ განაცხადა.

„ახალი სავაჭრო ობიექტი შესთავაზებს თავის ფართს მათ, ვინც ვაჭრობდა სხვა ბაზრებში, შესაბამისი პირობებით. რაც შეეხება რეგიონებს, იქ თანამშრომლობენ ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სესი-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბაზრები გაიხსნება,“- ამბობს კალანდაძე.

მისი თქმით, აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით შემუშავდა სტანდარტი, რომელსაც სეს-ი გააცნობს ბაზრების წარმომადგენლებს. 

ბაზარში შესასვლელი უნდა იყოს სხვა და გამოსასვლელი სხვა. ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. გამყიდველები დაშორიშორებულები უნდა იდგნენ. 70 წელზე ზევით პირები არ მოძრაობდნენ ამ ტერიტორიაზე. ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. ბაზრებში ერთ დღეს უნდა იყიდებოდეს ხილი მეორე დღეს ბოსტნეული, “- განაცხადა კალანდაძემ და დასძინა, რომ ამ სამ ლოკაციაზე, ორხევში, გლდანსა და წერეთელზე, სავაჭრო ობიექტები კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შემდეგაც იმუშავებს. 

შეგახსენებთ, მთელ ქვეყანაში აგრარული ბაზრები დახურულია.

ცნობისთვის, გუშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მალფუჭებადი სურსათის ბაზარზე დროული განთავსებისთვის შექმნილია ახალი სავაჭრო პლატფორმა „ჯიბე“.

მისი თქმით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იზრუნებს პროცესის კოორდინაციაზე, მათ შორის, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში გამყიდველებს, მწარმოებლებსა და მყიდველებს შორის კომუნიკაციის დამყარების მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system