თავში

თბილისში კვების ობიექტები მუნიციპალურ სივრცეს სიმბოლურ ფასად მიღებენ

თბილისში კვების ობიექტები მუნიციპალურ სივრცეს სიმბოლურ ფასად მიღებენ
თბილისში კვების ობიექტები მუნიციპალურ სივრცეს სიმბოლურ ფასად მიღებენ

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ იმ ღია სივრცეებში სადაც ქვეითის უფლებები არ დაირღვევა, კვების ობიექტებისთვის ეკონომიკური საქმიანობა დაშვებული იქნება. მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტი მუდმივად მუშაობს, რომ კვების ობიექტებს უკეთესი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობა მიეცეთ. 

„პანდემიის დროს, ამ საშეღავათო პერიოდს, ჩვენი განცხადება ეხებოდა იმას, რომ კვების ობიექტებს, სადაც მათ მიმდებარედ არის მუნიციპალური სივრცე, რომელიც შესაძლებელია მათ საქმიანობისთვის გამოიყენონ, მოგვმართავენ და ისინი მიიღებენ შეღავათიან ფასად, უფრო სწორად, სიმბოლურ ფასად, რომ მატ საქმიანობას გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს მუნიციპალიტეტმა," - ამბობს ხმალაძე და დასძენს, რომ ბიზნესის მხრიდან მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია, თუმცა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს იკავებს. 

შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით რესტორნები გაიხსნება, თუმცა სტუმრების მიღება მხოლოდ ღია სივცეებში შეეძლებათ. დახურულ სივრცეში მუშაობა მათ ისევ ეკრძალებათ. 

რესტორატორები ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფოლნო არიან, რადგან, მათი თქმით, ღია სივრცეებში მუშაობა რესტორნებისთვის დიდი სარგებლის მომტანი არაა, მით უმეტეს, ცივ ამინდში. თუ მთავრობა რესტორნების ნორმალური ფუნქციონირების შესაძლებლობას არ განიხილავს, რესტორნები დაუმორჩილებლობას მიმართავენ.

რესტორატორებმა 6 თებერვლიდან თვითნებური გახსნა დააანონსეს, მთავრობამ კი მათ დასამორჩილებლად აამოქმედა დამატებითი მექანიზმი: "ურჩ ბიზნესს" სახელმწიფოს მხარდამჭერ პროგრამებში აღარ ჩართვავენ და მათ არც სახელმწიფო სუბსიდია-შეღავათები შეხებათ.

მთავრობამ ამგვარი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რესტორატორები შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების სამსახურმა და ეკონომიკის მინისტრმა მკაცრად გააფრთხილეს, რომ, თვითნებური გახსნისას, კანონის ფარგლებში დააჯარიმებდნენ, თუმცა რესტორატორები, გაფრხილების მიუხედავად, გახსნას მაინც აპირებდნენ, რომ არა15 თებერვლიდან გახსნის უფლების მიცემა. მას შემდეგ რაც მთავრობამ 15 თებერვლიდან რესტორნების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნება. მათ დაუმორჩილებლობა მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ გადაიფიქრეს,

ცნობისთვის, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთე ეტაპის ფარგლებში ტურიზმის სექტორი, მათ შორის სარესტორნე ინდუსტრია, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 2021 წელს, ასევე ექვსი თვის განმავლობაში სარესტორნო ინდუსტრიას საბანკო და ლიზინგის სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება. ამ დახმარებათა პაკეტის მიღმა დარჩება ის, ვინც კანონს მიზანმიმართულად დაარღვევს, თუმცა რესტორატორებს მთავრობის სადამსჯელო მექანიზმები არ აშინებთ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system