თავში

თბილისში მესაქონლეობის გამოფენა გაიმართა

თბილისში მესაქონლეობის გამოფენა გაიმართა
თბილისში მესაქონლეობის გამოფენა გაიმართა

17 ფერმერის 30-მდე სული მეწველი ფური, დეკეული და ხბო „მესაქონლეობის ექსპო 2019“-ზე ერთმანეთს საუკეთესოს ტიტულისათვის შეეჯიბრა. სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საქონელი ჯიშობრივი მონაცემების მიხედვით შეაფასა ღონისძიება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, იპოდრომის მანეჟში გაიმართა.

გამოფენას საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსურლებელი ელიზაბეთ რუდი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილიც დაესწრნენ.

"შესაძლებლობა გვაქვს ფერმერებს დარგში არსებული მიღწევების შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც თანამედროვე მაღალპროდუქტიული ჯიშების და ტექნოლოგიების გაცნობას გულისხმობს. მოგეხსენებათ, მესაქონლეობის მიმართულება რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგში. შესაბამისად, მოხარული ვარ საქართველოში პირველი მესაქონლეობის გამოფენის ორგანიზებით და იმედი მაქვს, რომ ყოველწლიურად გამოფენის მასშტაბები და ღონისძიებაში ფერმერთა ჩართულობა ეტაპობრივად გაიზრდება“, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ორგანიზატორების თქმით, ექსპოს მიზანი საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა და დარგში ინვესტიციების წახალისებაა.

მსხვილფეხა საქონლის შეჯიბრის პარალელურად, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიების, ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანიებისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების სტენდები.

გამარჯვებული ფერმერები ნომინაციების მიხედვით:

ჩემპიონი ჰოლშტეინის მეწველი ფური - შოთა ბეგიაშვილი

ვიცე ჩემპიონი მეწველი ფური - ნიკოლოზ ბენიაიძე "შირაქი+"

ჩემპიონი ჰოლშტეინის დეკეული - ჯენალ ხატიაშვილი

ვიცე ჩემპიონი ჰოლშტეინის დეკეული - რიონ ტერტერაშვილი

ჩემპიონი ჰოლშტეინის ხბო - ჯემალ ხატიაშვილი

ჩემპიონი წაბლა შვიცი მეწველი ფური - მამუკა წილოსანი “დორანი”

ვიცე ჩემპიონი წაბლა შვიცის მეწველი ფური - პაატა ვასენკო “ამბარი”

ჩემპიონი წაბლა შვიცი დეკეული - ზურა მასურაშვილი

ვიცე ჩემპიონი წაბლა შვიცი - მამუკა წილოსანი “დორანი”

ჩემპიონი ხბო წაბლა შვიცი - მამუკა წილოსანი”დორანი”

ჩემპიონი მეგრული წითელი მეწველი ფური - შოთა ჯიქია

ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია და საქართველოს მერძევეთა ასოციაცია იყვნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system