თავში

თბილისში რეგიონული მულტიფუნქციური მეფუტკრეობის ცენტრი იხსნება

თბილისში რეგიონული მულტიფუნქციური მეფუტკრეობის ცენტრი იხსნება
თბილისში რეგიონული მულტიფუნქციური მეფუტკრეობის ცენტრი იხსნება

ხვალ, 22 აპრილს, 13:00 საათზე, ჩეხეთის საელჩო საქართველოში თბილისის მერიასთან და პროფკავშირულ ასოციაცია “აგორა“-სთან თანამშრომლობით, ორგანიზებას გაუწევს მეფუტკრეობის მულტიფუნქციური რეგიონალური ცენტრის გახსნას თბილისში. ინვესტიციის სრული რაოდენობა შეადგენს 405 565 ევროს. ხვალვე მხარეები ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDa), თბილისის მერიასა და „აგორას“ შორის. ცერემონიაში ჩეხური მხარის სახელით მონაწილეობას მიიღებს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ბატონი იან სლივა.

მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონალური ცენტრი აშენდა და აღიჭურვა უახლესი აპარატურით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია "აგორას" მიერ.  ცენტრის მიზანია, იყოს საქართველოს მეფუტკრეობის მზარდი სექტორის მთავარი მოთამაშე და ხელი შეუწყოს მეფუტკრეობის, როგორც დარგის ოპტიმიზაციასა და განვითარებას ქვეყანაში, ისევე როგორც მეფუტკრეობასთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე.

ცენტრის მიზანია სოფლის & ურბანული კავშირის ხელშეწყობა, მდგრადი სოფლის მეურნეობა განვითარება და თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის ხედვა. ცენტრის გარემოს დაცვის, რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ინკლუზიური ზრდის პრინციპების დაცვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system