თავში

თბური ტუმბოების ეკოლოგიურ ეტიკეტირებაზე ახალი რეგულაცია ამოქმედდება

თბური ტუმბოების ეკოლოგიურ ეტიკეტირებაზე
თბური ტუმბოების ეკოლოგიურ ეტიკეტირებაზე ახალი რეგულაცია ამოქმედდება

EU4Energy მმართველობის პროექტის“ ტექნიკური დახმარების ფარგლებში, საქართველო მალე მიიღებს ახალ რეგულაციას თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების შესახებ. 

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. 

ორგანიზაციის მტკიცებით, ეს დაეხმარება მოქალაქეებს ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შერჩევასა და შეძენაში.

მათივე განმარტებით ეს რეგულაცია მოქმედებს ევროპის ყველა ქვეყანაში. 

ცნობისთვის, თბური ტუმბოების გაუმართავი მუშაობა გაზის გაჟონვისა და აფეთქებების ძირითად მიზეზად სახელდება. ბუნებრივი გაზის სექტორისთვის 2019 წელი ენერგოომბუდსმენმა კატასტროფების წლად შეაფასა.

ენერგოომბუდსმენის განმარტებით ბუნებრივი გაზის აფეთქებების დაუსრულებელი სერები გამოწვეულია შესაბამისი რეგულაციებისა და მაკონტროლებელი ორგანოების არარსებობით. ენერგოომბუდსმენი ამბობს, რომ ეს არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს გაზის გაჟონვის შემთხვევათა პრევენციის და მოსახლეობის უსაფრთხოების გასაზრდელად.

"2019 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სულ დაფიქსირდა ბუნებრივი გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების - 6 შემთხვევა, რომელიც ფატალურად დასრულდა. დაფიქსირდა აგრეთვე გაზის გაჟონვისა და ინტოქსიკაციის 358 ფაქტი, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე შედეგები მოჰყვა. გაზთან დაკავშირებით აგრეთვე, აქტუალური იყო გაზიფიკაციის მიღმა დარჩენილი სოფლები და მუნიციპალიტეტები, ბუნებრივი გაზის ხარისხი, დაბალი წნევით მიწოდება, ახალი მომხმარებლების ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების საკითხები და ა.შ.“, - აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშში.

მსგავსი ანგარიში ენერგოომბუდსმენის აპარატს 2020 წლის ბოლოს არ წარუდგენია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system