თავში

თეა წულუკიანი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისაა, რაცაა

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ისაა, რაცაა

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის ის, რაც არის - შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 7-წლიანი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.


წულუკიანი ამბობს, რომ ის დაპირებები, რაც 2012 წლის არჩევნებისთვის გასცა „ქართულმა ოცნებამ“, მათგან უმრავლესობა შეძლებისდაგვარად შესრულებულია.

„არ არსებობს პოლიტიკური დაპირება, რომლიც 100%-ით სრულდება. როდესაც ხარ პოლიტიკაში, რაღაცას შეძლებ, რაღაცას ვერ შეძლებ. მთავარია, რომ „ქართული ოცნების“ ხელიფულება ყოველთვის იყო თავისი ღირებულებების ერთგული.

რაც შეეხება ეკონომიკას და სხვა პარამეტრებს, აქ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის ის, რაც არის. შესაძლებლობები არ არის უსაზღვრო, მაგრამ მთავარია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმ ეკონომიკური შესაძლებლობების პირობებში, რაც ქვეყანას აქვს, საკუთარი მოქალაქეებისთვის გააკეთა მაქსიმუმი“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system