თავში

თებერვალში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

თებერვალში საარსებო მინიმუმი გაიზარდა
თებერვალში საარსებო მინიმუმი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197.0 ლარი იყო, თებერვალში კი, ეს მაჩვენებელი 199.0 ლარზე დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციით, იანვართან შედარებით, თებერვალში 1.8 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 176.2 ლარს შეადგენს. 3 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და 333.8 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით თებერვალში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 176.2 ლარით განისაზღვრა, ორსულიანი – 282.0 ლარით, სამსულიანი – 317.2 ლარით, ოთხსულიანი – 352.5 ლარი, ხუთსულიანი – 396.5 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 468.8 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. 

მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system