თავში

თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა

თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა
თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა

საქსტატის ცნობით, 2021 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება, საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.9 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.7 პროცენტი); 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7 პროცენტი); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (3.8 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურების (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system