თავში

ტექდათვალიერებისას ავტომობილის ვიზუალურ მხარესაც შეაფასებენ

ტექდათვალიერებისას ავტომობილის ვიზუალურ მხარესაც შეაფასებენ
ტექდათვალიერებისას ავტომობილის ვიზუალურ მხარესაც შეაფასებენ

ავტომობილების ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება. ცვლილება კანონმდებლობაში სექტემბრის ბოლოს შევა და მთლიანად ევროდირექტივებს დაეფუძნება. ბოლო დროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში თითქმის მუდმივად შედის ცვლილები, რისი მიზანიც ავტოპარკის განახლებაა. თუკი აქამდე ვიზუალურ ეფექტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიერიდან ეს პირობაც გამკაცრდება. ე.წ. "დაშპაკლული" და ნაავარიები მანქანები, თუკი ჩაითვლება, რომ საგზაო უსაფრთხოების რისკს ქმნიან, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანაშვილი ამბობს, რომ რეგლამენტში ეს ცვლილება აუცილებელია უსაფრთოხების მიზნებიდან გამომდინარე.

,,რეგლამენტში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ტექნიკური ჯგუფი მუშაობს. სავარაუდოდ, სექტემბრისთვის შესაძლებელია ამ ცვლილებამ დღის შუქი იხილოს. არსებული მოთხოვნები გადაიხედება. არსებული რეგლამენტი მთლიანად შეივსება, რა თქმა უნდა, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით", - განაცხადა იორდანიშვილმა და დასძინა, რომ რეგლამენტი ტაქსებისთვის ცვლილებას არ ითვალისწინებს. მათთვის პირობები უკვე შეიცვალა. ძალაში რჩება 6-თვიანი პერიოდულობა, ანუ ამ დროში უნდა გაიარონ ტექდათვალიერება.

 როგორც იორდანაშვილი განმარტავს, მანქანის მცირე გარეგნული დეფექტის შემთხვევაში, ავტომობილი არ დაიბლოკება, მიეცემა გამოსწორების ვადა, მაგრამ თუ ავტომობილს სერიოზული გარეგნული დაზიანება აღებიშნება, შესაძლოა, მოძრაობა აეკრძალოს კიდეც. ჩვენი მიზანია მანქანა არ წარმოადგენდეს საფრეს გზაზე მოძრაობისას. თუკი საგზაო მოძრაობას საფრთხეს არ შეუქმნის, ტექინსპექტირებას ჩვეულებრივ გაივლის, მაგრამ სერიოზულ დაზიანებაზე თვალს აღარ დახუჭავენ," - განაცხადა ვაჟა იორდანაშვილმა.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში აცხადებენ, რომ არაა გამორიცხული უახლოეს მომავალსი ტექინსპექტირებისას დაიწყოს ავტომობილის შიდა წვის ძრავის კვლევაც. ასოციაციის განმარტებიტ, ეს აუცილებელია ჰაერში მავნე ნივთიერების გამონაბოლქვის სემცირების მიზნით. გამონაბოლქვი, სპეციალისტების აზრით, კვლავ რჩება გამოწვევად. ფაქტია, რომ ქვეყანაში ახლაც უამრავი ავტომობილი გადაადგილდება, რომელიც მომწამვლელ აირს აფრქვევს. ამიტომ, ვაჟა იორდანაშვილის მტკიცებით, აუცილებელია მანქანის შიდა წვის სისტემის გამართულობაზე მოთხოვნა გამკაცრდეს, რათა მომავალში ეს პრობლემა ჯერ შემცირდეს და შემდეგ აღმოიფხვრას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system